
ავტორი
Front News საქართველო
წარმოუდგენელია ასეთი განცხადებები აკეთოს სახელისუფლებო პარტიის ლიდერმა, ირაკლი კობახიძე თვითონ აღვებს შუღლს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება პასუხს სცემდეს საზოგადოების ლეგიტიმურ კითხვებს ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების მასობრივ შემოსვლასთან დაკავშირებით, კვლავ ოპოზიციის დადანაშაულებას ცდილობს.
“ირაკლი კობახიძე არის უბრალოდ მავნებელი, რომელსაც არ ესმის, სად არის, ვის წარმოადგენს და ვისი სახელით ლაპარაკობს. ოპოზიციურ პარტიაზე თავდასხმა და მისი დადანაშაულება კი არა, უნდა გვეუბნებოდეს, ეს ნაკადი რამხელაა, რამდენი ადამიანი შემოდის. რას აკეთებს ჩვენი უსაფრთხოების სამსახური, საერთოდ არა გეგმა აქვს საქართველოს მთვრობას.
არავინ ლაპოაპრაკობს იმაზე, რომ ადამიანები, რომლებიც გაურბიან პუტინის რეჟიმს, მის სისასტიკეს, არ უნდა შემოვუშვათ ქვეყანაში. ჩვენ არ ვიცით ჩვენი მტერი სახელმწიფოდან შემოსული ადამიანები რამდენად შეიძლება იყვნენ სანდო, ან არ იყვნენ, ამიტომ გვაქვს შეკითხვები ხელისუფლებასთან, რომელიც განცხადებასაც კი არ ავრცელებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა გააკეთოს სახელმწიფომ, ამ დროს ოპოზიციის დადანაშაულება და შუღლის გაღვივებაზე ლაპარაკი როგორ შეიძლება?! წარმოუდგენელია ასეთი განცხადებები აკეთოს სახელისუფლებო პარტიის ლიდერმა, ირაკლი კობახიძე თვითონ აღვივებს შუღლს. მას არ ესმის რას ნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს