თამარ კორძაია – კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ ყველგან, სადაც მოითხოვეს ჩვენმა ემიგრანტებმა, გახსნან უბნები


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ ყველგან, სადაც მოითხოვეს საქართველოს მოქალაქეებმა, ჩვენმა ემიგრანტებმა საარჩევნო უბნების გახსნა, გახსნან უბნები, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლო მონაცემებით, 66 ათას 997 ადამიანი არის აღრიცხვაზე საზღვარგარეთ.
“ცესკომ საქართველოს მოქალაქეების, ჩვენი ემიგრანტების საარჩევნო, კონსტიტუციით დაცული უფლება უნდა უზრუნველყოს. ბოლო მონაცემებით, 66 ათას 997 ადამიანი არის აღრიცხვაზე საზღვარგარეთ, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ მარტო 2023 წელს 163 ათასზე მეტი ქართველი წავიდა ემიგრაციაში, აქედან გამომდინარე, ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ ყველგან, სადაც მოითხოვეს საქართველოს მოქალაქეებმა, ჩვენმა ემიგრანტებმა საარჩევნო უბნების გახსნა, გახსნან უბნები”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
თაგები:
თამარ კორძაია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა