
ავტორი
Front News საქართველო
ხელახალი არჩევნების მოთხოვნა არის სრულიად ლეგიტიმური, რადგან ხალხს არ სჯერა იმ შედეგების, რაც დაწერა ივანიშვილის ცესკომ და ეს დაადასტურა გუშინდელმა აქციამაც, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მოქალაქეებს არ სჯერათ იმ შედეგების, რაც დაწერა ივანიშვილმა და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ.
“გუშინდელმა აქციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ სჯერათ იმ შედეგების, რაც დაწერა ივანიშვილმა და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ამიტომ რა თქმა უნდა, ეს მოთხოვნა არის ლეგიტიმური და შესაძლებელია არჩევნების ჩატარება ძველი წესით უკეთესი იყოს ამ ვითარებაში მანამ, სანამ არ გავიგებთ ტექნოლოგიურ პირობებში მანიპულაციების შესაძლებლობის ხარისხს და ჩვენ ვთვლით, რომ ეს იყო ძალიან მაღალი ხარისხის მანიპულაცია”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
თაგები:
თამარ კორძაია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს