
ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიციონერი დეპუტატის თამარ კორძაიას განცხადებით, ლოგიკური იქნება, შალვა პაპუაშვილის, ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის მიმართ გავრცელდეს სანქციები.
“ქართული ოცნება“ თუ გააგრძელებს საქართველოს პარლამენტის საქმიანობის საბოტაჟს, როგორც ისინი ამბობენ, საბოტაჟს იმ მიზნით, რომ კორუფციაში ბრალდებული მოსამართლეების მიმართ გამოყენებული სანქციების შემდეგ სასამართლოში არსებული კორუფციის შესწავლა არ უნდათ, ეს ნიშნავს, რომ “ქართული ოცნება“ ამ საბოტაჟით ხელს აფარებს კორუფციას და კორუფცია მათი პრობლემაც გამოდის. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, გადაწყვეტილებების მიმღები კონკრეტული პირების მიმართ გავრცელდეს მსგავსი სანქციები. ეს არის ჩემი ლოგიკა.
საუბარია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეზე, პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარეზე და “ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარეზე“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
თაგები:
თამარ კორძაია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს