
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ უნდა დავამარცხოთ დღევანდელი ხელისუფლება, ამიტომ ამისთვის მზაობას, დარწმუნებული ვარ, როგორც პირობა დადეს, იმ კვირაში ყველა დაადასტურებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ის აპირებს ამ ბრძოლაში დარჩენას, თუმცა არ აკონკრეტებს სად აპირებს ყოფნას.
“ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მე დარწმუნებული ვარ, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები შეძლებენ შეთანხმებას და დაჯგუფებას ამომრჩევლის გემოვნების შესაბამისად და დადებენ პირობას, რომ არცერთი პოლიტიკური პარტია არ შეუქმნის მთავრობას, ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას”, ეს არის ყველაზე პრინციპული საკითხი, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ერთადერთი გამოწვევა, ჩვენ უნდა დავამარცხოთ დღევანდელი ხელისუფლება, ამიტომ ამისთვის მზაობას, დარწმუნებული ვარ, როგორც პირობა დადეს, იმ კვირაში ყველა დაადასტურებს. მე ნამდვილად ვრჩები ამ ბრძოლაში, უბრალოდ სად ვიქნები და როგორ, მოვლენებს არ გავასწრებ”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
თაგები:
თამარ კორძაია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს