
ავტორი
Front News საქართველო
მე დარწმუნებული ვარ, რომ თეთრი სახლი კიდევ აძლევს შესაძლებლობას საქართველოს მოსამართლეებს, რომ მათ სისტემაში არსებული სანქცირებული მოსამართლეების გზას არ დაადგნენ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, დასავლეთიდან რეაგირება იქნება ყველა იმ მოსამართლეზე, რომელიც თეთრიწყაროს მოსამართლეს მსგავსად არ მოიქცევა.
“მე დარწმუნებული ვარ, რომ თეთრი სახლი კიდევ აძლევს შესაძლებლობას საქართველოს მოსამართლეებს, რომ მათ სისტემაში არსებული სანქცირებული მოსამართლეების გზას არ დაადგნენ და ამ შესაძლებლობას უტოვებს მანამ, სანამ დავები არ დასრულდება. დავების დასრულების შემდეგ თუ თეთრიწყაროს მოსამართლესავით ვერ გამოავლენენ სითამამეს და კანონის დაცვის პასუხისმგებლობას მოსამართლეები, მე ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა, რეაგირება იქნება ყველასთან მიმართებაში, ვინც საქართველოს დემოკრატიას ასამარებს”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
4 ნოემბერს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში დაახლოებით 30 უბნის საარჩევნო შედეგები გაუქმდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ მიიღო.
თაგები:
თამარ კორძაია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს