
ავტორი
Front News საქართველო
თქვენ დააინიცირეთ შეკრებების შესახებ კანონში ისეთი სახის ცვლილებები, რომლებიც ელემენტარულ ევროპულ სტანდარტს, კანონის განჭვრეტადობასთან დაკავშირებით, ვერ უძლებს, – განაცხადა პარლამენტის წევრმა თამარ კორძაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
“შეკრებების ნაწილში თქვენ ლაზარე გრიგორიადისს 9 თვის განმავლობაში ვერ დაუმტკიცეთ დანაშაულის ჩადენა და მერე ყოვლად უსამართლო სხვა ბრალდებით გაუგრძელეთ მას ციხეში ყოფნა. თქვენ პრეზიდენტის წინააღმდეგ დაიწყეთ პროცესი, სადაც ყველანაირად ადასტურებთ იმას, რომ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ებრძვით საქართველოს პრეზიდენტს, რომ ის ცდილობდა კონკრეტული ნაბიჯები გადაედგა ევროინტეგრაციის და კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე.
თქვენ საქართველოდან გააძევეთ სერბეთის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და პრაქტიკულად, სრულად უსაფუძვლო არგუმენტებით ურთიერთობას აფუჭებთ ჩვენს მოკავშირე სახელმწიფოსთან.
თქვენ დაიწყეთ რეპრესიები სახელოვნებო სფეროში საუკეთესო ტოტალიტარული კომუნისტურ სტილში და ამას აგრძელებთ კონსერვატორიაში. თქვენ შექმენით ხვრელი საქართველოში სანქციების თავის არიდებისთვის და თურნავას მიერ ხელმოწერილი ბრძანება ჯერ კიდევ ძალაშია, რომელიც გასაუქმებელია“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
თაგები:
თამარ კორძაია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს