
ავტორი
Front News საქართველო
ყველა წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაცია უარს ამბობს რეგისტრაციაზე, რადგან არ თვლიან, რომ უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებენ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა და “ერთიანობის” წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
კორძაია იმედოვნებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მცირე რიცხვი გაივლის რეგისტრაციას.
“მე, როგორც ვიცი, ყველა წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაცია უარს ამბობს რეგისტრაციაზე, იმიტომ, რომ ისინი არ თვლიან, რომ უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებენ. მინიმუმ, ასეთი არის 100 მედიაორგანიზაცია და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც სარჩელი შეიტანეს საკონსტიტუციო სასამართლოში, ამიტომ მოლოდინი მაქვს, რომ ძალიან მწირი იქნება სია ვადის ამოწურვის დროისთვის”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
იუსტიციის სამინისტრომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის ფარგლებში ორგანიზაციების დასარეგისტრირებლად განკუთვნილი რეესტრის ვებგვერდი აამოქმედა.
თაგები:
თამარ კორძაია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს