თამარ კორძაია – მთავარი და მნიშვნელოვანი დღეს მაინც იქნება მოწვეული სპეციალისტის მოსმენა


ავტორი
Front News საქართველო
მთავარი და მნიშვნელოვანი დღეს მაინც იქნება მოწვეული სპეციალისტის მოსმენა, რომელმაც უნდა დაასაბუთოს, ტერმინოლოგიური თვალსაზრისით, რამდენად უარყოფითი და სტიგმის წარმომშობია ეს კანონი, იმიტომ, რომ ჩვენ გუშინ სრულიად არაკვალიფიციური განმარტებები მოვისმინეთ მოპასუხე მხარის მხრიდან, – ამის შესახებ ერთიანობის” წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, გუშინდელ პროცესზე სახელმწიფო დაწესებულების წარმომადგენელმა არაკვალიფიციურობა გამოავლინა, რის გამოც, დაცინვის ობიექტი გახდა.
“იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები მხოლოდ ტექნიკურ დეტალებზე ისაუბრებენ. მათ არ აქვთ კომპეტენცია, ისაუბრონ ნორმის კონსტიტუციურობაზე, ჩვენი დავა კი ნორმის კონსტიტუციურობას ეხება. ამიტომ, მთავარი და მნიშვნელოვანი დღეს მაინც იქნება მოწვეული სპეციალისტის მოსმენა, რომელმაც უნდა დაასაბუთოს, ტერმინოლოგიური თვალსაზრისით, რამდენად უარყოფითი და სტიგმის წარმომშობია ეს კანონი, იმიტომ, რომ ჩვენ გუშინ სრულიად არაკვალიფიციური განმარტებები მოვისმინეთ მოპასუხე მხარის მხრიდან. ძალიან სამწუხაროა, რომ სახელმწიფო დაწესებულებას წარმოადგენს ადამიანი, რომელიც დაცინვის ობიექტი გახდა მთელი საზოგადოების მხრიდან საკუთარი არაკვალიფიციურობის გამო”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს განახლდა. დღევანდელ პროცესს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს