
ავტორი
Front News საქართველო
კობახიძე რომელ პლანეტაზე ცხოვრობს არ ვიცი. მთელი ევროპა გვეუბნება, რომ ამ კანონის მიღების მერე საქართველოს ევროინტეგრაციის არანაირი პერსპექტივა არ აქვს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისი თქმით, ახლა ოპოზიცია საქართველოსთვის ევროინტეგრაციის პერსპექტივის შენარჩუნებისთვის იბრძვის.
“კობახიძე რომელ პლანეტაზე ცხოვრობს არ ვიცი და საერთოდ, რა ინფორმაციას ეყრდნობა, არ ვიცი. მაშინ, როდესაც მთელი ევროპა გვეუბნება, რომ ამ კანონის მიღების მერე საქართველოს ევროინტეგრაციის არანაირი პერსპექტივა არ აქვს. იმიტომ გამოვდივართ, იმიტომ ვიბრძვით, რომ ეს პერსპექტივა შევინარჩუნოთ. კობახიძე კი, რა თქმა უნდა, ისევ იტყუება”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
თაგები:
თამარ კორძაია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს