
ავტორი
Front News საქართველო
NDI არის ის ფონდი, რომელიც პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკოსებს ამომრჩეველთან ურთიერთობაში ეხმარება და სწორედ ამ ფარგლებში მივყავართ ჩვენ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
“NDI არის ის ფონდი, რომელიც პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკოსებს ამომრჩეველთან ურთიერთობაში ეხმარება და სწორედ ამ ფარგლებში მივყავართ ჩვენ. მერვე მოწვევის პარლამენტში როცა კოალიციის წარმომადგენელი ვიყავი, NDI მაშინაც გვეხმარებოდა. ეს ყველაფერი პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური მრავალფეროვნების გაძლიერებისთვის, სწორედ ეს არის როგორც NDI-ის, ასევე IRI-ის მისია ” , – განაცხადა თამარ კორძაიამ.
ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები რეგიონებში შეხვედრებს აანონსებენ, რომელი NDI-სა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მხარდაჭერით იმართება.
თაგები:
თამარ კორძაია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს