
ავტორი
Front News საქართველო
არაფერი ამ პარლამენტში იმაზე მნიშვნელოვანი არ განიხილება, ვიდრე არის ეს რუსული კანონი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვეტოზე შემოვალთ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისი თქმით, ბოიკოტი გრძელდება, თუმცა, როდესაც ვეტოს საკითხს განიხილავენ, ის პარლამენტში ამ განხილვას აუცილებლად დაესწრება.
“ოპოზიცია არ არის ამ აქციების ორგანიზატორი, ამიტომ, როგორც გაგრძელდება, რა ფორმითაც გაგრძელდება, ჩვენ იმ ფორმაში დავუჭერთ მხარს.
რაც შეეხება ბოიკოტს, ჩვენ ვთვლით, რომ არაფერი ამ პარლამენტში იმაზე მნიშვნელოვანი არ განიხილება, ვიდრე არის ეს რუსული კანონი.
რა თქმა უნდა, ჩვენ ვეტოზე შემოვალთ, რამდენჯერაც საჭიროდ ჩავთვლით, შემოვალთ, მაგრამ ამ ეტაპზე, ჩვენ ვთვლით, რომ ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი არ ხდება ამ პარლამენტში”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
თაგები:
თამარ კორძაია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს