თამარ კორძაია – პარლამენტის 30-მა წევრმა გავგზავნეთ საკონსტიტუციო სარჩელი არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პარლამენტის 30-მა წევრმა გავგზავნეთ საკონსტიტუციო სარჩელი არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციომ ერთი თვის ვადაში უნდა განიხილოს კონსტიტუციურად ცნობის საკითხი, აქედან გამომდინარე, ირაკლი კობახიძის მიერ დაანონსებული შეკრება 25-ში ან 26-ში იქნება არაკონსტიტუციური, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის სამანდატურო მისიას არ აქვს უფლებამოსილება სიაში შეიყვანოს პოტენციური პარლამენტის წევრები, რადგან სადავო არის გამხდარი 150-ვე პარლამენტის წევრის არჩევის კონსტიტუციურობის საკითხი.
“დღეს საქართველოს პარლამენტის 30 წევრის ხელმოწერით გაიგზავნა საკონსტიტუციო სარჩელი არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სარჩელი წარადგინა გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს პარლამენტის 30-მა წევრმა. ეს იმას ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს სარჩელი წარმოებაში და ერთი თვის ვადაში განიხილონ კონსტიტუციურად ცნობის საკითხი. მეორეს მხრივ ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის სამანდატურო მისიას არ აქვს უფლებამოსილება სიაში შეიყვანოს პოტენციური პარლამენტის წევრები, რადგან სადავო არის გამხდარი 150-ვე პარლამენტის წევრის არჩევის კონსტიტუციურობის საკითხი. აქედან გამომდინარე, ირაკლი კობახიძის მიერ დაანონსებული შეკრება 25-ში ან 26-ში იქნება არაკონსტიტუციური“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
თაგები:
თამარ კორძაია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს