
ავტორი
Front News საქართველო
ცესკოს რომ ვუყურებთ, მთელი არჩევნები გააყალბეს და სიებთან დაკავშირებით, “ქართული ოცნების” დავალებას არ შეასრულებენ?!, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნება” ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ყველა გზას მიმართავს.
“შესაძლოა, პასუხი ცესკოსგან იყოს, რომ მაინც წარადგენს სიებს, ამის მოლოდინი გვაქვს, იმიტომ, რომ ცესკოს რომ ვუყურებთ, მთელი არჩევნები გააყალბეს და სიებთან დაკავშირებით, “ქართული ოცნების” დავალებას არ შეასრულებენ?! მაგრამ ეს სამართლებრივი გზა არის გამოყენებული იმისათვის, რომ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ გაიზიაროს და ყველამ გადავდგათ ნაბიჯები ამ გზით პარლამენტის არალეგიტიმურობის დასადასტურებლად.
“ქართული ოცნება” ყველაფრისთვის მზადაა, ოღონდ ძალაუფლება და მოპარული ხელისუფლება შეინარჩუნოს, ყველანაირი კანონის გვერდის ავლით”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
თაგები:
თამარ კორძაია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს