
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ გვყავს პრემიერი, რომელიც დასავლელ ლიდერებს ამჯობინებს “ჰამასის” და “თალიბანის” ლიდერებს, რა შეკითხვები უნდა დავუსვათ ამის მერე მათ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისი თქმით, ირაკლი კობახიძის წლიური ანგარიშის პარლამენტში წარდგენას არ დაესწრება.
“ირაკლი კობახიძის მოხსენებას არ დავესწრები არავითარ შემთხვევაში, იმიტომ, რომ ამ ადამიანმა ოთხ თვე-ნახევარში მოახერხა ის, რომ ქვეყანას შეუცვალა საგარეო კურსი, ქვეყანას ამყოფებს სამოქალაქო დაპირისპირების, სამოქალაქო ომის ზღვარზე.
რა უნდა თქვას კობახიძემ ან რა უნდა დაგვიწეროს ანგარიშში. თუ ჰგონიათ, რომ მეშინია, ჩემს ოთახში ვზივარ – 401 ოთახია ჩემი და მობრძანდნენ და ნახავენ, თუ მეშინია რომელიმე მათგანის. ჩვენ გვყავს პრემიერი, რომელიც დასავლელ ლიდერებს ამჯობინებს “ჰამასის” და თალიბანის ლიდერებს, რა შეკითხვები უნდა დავუსვათ ამის მერე მათ”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
პარლამენტში 28 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს, მოსმენაზე დასწრებაზე უარი უკვე რამდენიმე დეპუტატმა განაცხადა.
თაგები:
თამარ კორძაია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს