
ავტორი
Front News საქართველო
თუ ვინმეს უნდა, რომ ვიზუალურად დაინახოს, რა არის ღალატი, უნდა ნახოს ბიძინა ივანიშვილის და კახი კალაძის სურათი. რასაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს, არის მზაკვრობა და ღალატი. დადის და შუშის აკვარიუმით ესაუბრება ხალხს, იმიტომ, რომ იცის, არ არის მართალი, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს იდენტობას აყენებს ეჭვქვეშ თავისი პოლიტიკით.
“თუ ვინმეს უნდა, რომ ვიზუალურად დაინახოს, რა არის ღალატი, უნდა ნახოს ბიძინა ივანიშვილის და კახი კალაძის სურათი. რასაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს, არის მზაკვრობა და ღალატი. დადის და შუშის აკვარიუმით ესაუბრება ხალხს, იმიტომ, რომ იცის, არ არის მართალი, რუსეთის დავალების შემსრულებელია და იცის, რომ ღალატობს ყველაფერ იმას, რისთვისაც ვიბრძოდით ჩვენ. ის საქართველოს იდენტობას აყენებს ეჭვქვეშ თავისი პოლიტიკით.
ბიძინა ივანიშვილს ყველა სტრუქტურაში რომ არ ჰყავდეს მორჩილი უმრავლესობა, მას გაუჭირდებოდა ამის გაკეთება, ამიტომ, 26 ოქტომბერს ყველას უნდა გაეცეს პასუხი”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
თაგები:
თამარ კორძაია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს