
ავტორი
Front News საქართველო
“ჩვენს ქვეყანაში ვიწროვდება ყველა სივრცე, რომელიც თავისუფალი აზრის და მოქმედების შესაძლებლობას ქმნიდა. ძალიან სახიფათოა, რაც ხდება რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენების დანიშვნასთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ დეპუტატმა თამარ კორძაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
თამარ კორძაია რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენების დანიშვნის საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, არც ერთი სერიოზული განცხადება ხელისუფლების მხრიდან აღნიშნულის უარყოფასთან დაკავშირებით არ მომხდარა.
“თქვენი პარტიული ლიდერები აცხადებენ, რომ ეს არის ძალიან კარგი, რომ მილიონი ქართველია თურმე რუსეთში. იმ ფონზე, როდესაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვაფრთხილებენ, რომ რუსეთიდან ფრენების აღდგენის შემთხვევაში, ფრენის უსაფრთხოება დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან ეს თვითმფრინავები არ რემონტდება, ისინი აკრძალულია ჩვენს ყველა პარტნიორ სახელმწიფოში და ეს გამოიწვევს ჩვენი ქვეყნის სანქცირებას. თუ ამას დაუშვებთ, ეს იქნება სწორედ საკუთარი მოქალაქეების, საკუთარი ქვეყნის მტრობა, იმიტომ, რომ თქვენივე ყველა გამოკითხვით საქართველოს მოქალაქეების 80 პროცენტი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას და თქვენ უშვებთ იმას, რომ სწორედ იმ სამყარომ, რომელშიც ინტეგრაცია უნდათ ჩვენს მოქალაქეებს, დაგვიწესოს სანქციები ფრენების აღდგენის გამო“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
თაგები:
თამარ კორძაია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს