თამარ კორძაია – საქართველოს ჰყავს ყველაზე უკულტურო კულტურის მინისტრი


ავტორი
Front News საქართველო
“საქართველოს ჰყავს ყველაზე უკულტურო კულტურის მინისტრი”- ამის შესახებ პარლამენტის წევრმა თამარ კორძაიამ თეა წულუკიანის გუშინდელი ქმედების კომენტირებისას განაცხადა.
კორძაიას შეფასებით, კულტურის მინისტრმა ძალადობა კიდევ ერთხელ წაახალისა.
“საქართველოს ჰყავს ყველაზე უკულტურო კულტურის მინისტრი, რაც კი შეიძლება არსებობდეს დედამიწაზე. მისი ქმედებების შეფასება უბრალოდ შეუძლებელია, როდესაც ეს ამას კადრულობს. უფრო მეტიც, მიკროფონიც კი არ დაუბრუნდა შემდგომ ჟურნალისტს. ეს არის წახალისება, ტრენდი უკვე “ქართული ოცნებისა”, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ: მმართველი ძალა პარლამენტში ძალადობს ქალებზე, ქუჩაში – ჟურნალისტებზე და ახალისებს ძალადობას”, – განაცხადა კორძაიამ.
“ქართუს” ღონისძიებზე ჩასულმა კულტურის მინსიტრმა “მთავარი არხის” ჟურნალისტ ემა გოგოხიას მირკოფონი წაართვა. წულუკიანის განცხადებით, მიკროფონს მაშინ დააბრუნებს, როცა “ესენი სამ ოქტომბერს დილით სამუდამოდ ჩაიყრებიან იქ, სადაც არის მათი ადგილი”.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს