
ავტორი
Front News საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უცილობლად გახდება ბიძგი, რომ ჩვენ მოგვცენ მოლაპარაკებების გახსნის შესაძლებლობა. ეს გადაარჩენს ამ შემთხვევაში 78-ე მუხლის დარღვევისგან ჩვენს სახელმწიფოს, – ამის შესახებ “ერთიანობის” წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო გამოვა ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენის მედროშე.
“მთავარია, ევროკომისიამ დაინახოს, რომ საქართველოს სახელმწიფომ საკონსტიტუციო სასამართლოს სახელით შეაჩერა კანონი, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია ევროკავშირისთვის და საქართველოს სახელით მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უცილობლად გახდება ბიძგი, რომ ჩვენ მოგვცენ მოლაპარაკებების გახსნის შესაძლებლობა. ეს გადაარჩენს ამ შემთხვევაში 78-ე მუხლის დარღვევისგან ჩვენს სახელმწიფოს. შესაძლოა, პარლამენტმა დაარღვია 78-ე მუხლი, მაგრამ ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო გამოვა ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენის მედროშე”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
თაგები:
თამარ კორძაია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს