თამარ კორძაია – თავს გასული სასამართლო სისტემა გვაქვს, რომელსაც ხელს აფარებს “ქართული ოცნების” კლანი


ავტორი
Front News საქართველო
დემოკრატიას ხელს უშლიან კლანური მოსამართლეები და ასევე, ნებისმიერი ხელისუფალი, რომელიც ამ კლანურ სასამართლოს აფარებს ხელს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისი თქმით, კლანურ მოსამართლეებს “ოცნება” ხელს აფარებს, რის გამოც შესაძლოა, თავად გახდნენ სანქციის სამიზნე.
“დემოკრატიას ხელს უშლიან კლანური მოსამართლეები და ასევე, ნებისმიერი ხელისუფალი, რომელიც ამ კლანურ სასამართლოს აფარებს ხელს.
მოსამართლეები თავს გავიდნენ, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილებით გააჩერეს მათი კეთილსინდისიერების შემოწმების შესახებ გადაწყვეტილება, ანუ, თავს გასული სასამართლო სისტემა გვაქვს, რომელსაც ხელს აფარებს “ქართული ოცნების” კლანი.
დასაფიქრებელია, “ქართული ოცნების” სიაში, რომელი იქნება შემდეგი სანქცირებული”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
თაგები:
თამარ კორძაია

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა