
ავტორი
Front News საქართველო
ყველაზე დიდი საფრთხე არის ის, რომ თუ არჩევნებზე ჩვენ ინდივიდუალურად არ ვიგრძნობთ პასუხისმგებლობას და არ მივცემთ ხმას ამ ხელისუფლების წინააღმდეგ, მაშინ ჩვენც შეგვეხება ეს, იმიტომ, რომ უკვე სახელმწიფოს შეეხება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” ჯერ კიდევ აქვს ქვეყნის ტრაექტორიის შეცვლის საშუალება.
“მათ ჯერ კიდევ აქვთ შესაძლებლობა, რომ დააბრუნონ ქვეყნის ტრაექტორია. პირდაპირ იქნა ნათქვამი – თუ გონს არ მოვლენ ეს სანქციები ყველაზე გავრცელდება, მაგრამ ყველაზე დიდი საფრთხე არის ის, რომ თუ არჩევნებზე ჩვენ ინდივიდუალურად არ ვიგრძნობთ პასუხისმგებლობას და არ მივცემთ ხმას ამ ხელისუფლების წინააღმდეგ, მაშინ ჩვენც შეგვეხება ეს, იმიტომ, რომ უკვე სახელმწიფოს შეეხება და საქართველოსთან ორმხრივი ხელშეკრულებები გადაიხედება.
ეს არის განგაშის ზარები ამერიკელების მხრიდან, დანარჩენი თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
აშშ-მა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა, რომელიც შეეხება “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვნებს და კერძო პირებს.
თაგები:
თამარ კორძაია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს