
ავტორი
Front News საქართველო
თვის ბოლოს ჩვენც შევიტანთ სარჩელს სწორედ იმ მუხლებით, რითაც შეაქვს საქართველოს პრეზიდენტს. ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო აიღებს პასუხისმგებლობას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა და “ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის” წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
“თვის ბოლოს ჩვენც შევიტანთ სარჩელს სწორედ იმ მუხლებით, რითაც შეაქვს საქართველოს პრეზიდენტს. ეს არის კონსტიტუციის 78 მუხლის დარღვევა და კონსტიტუციის 22 მუხლის დარღვევა. მე ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო აიღებს პასუხისმგებლობას, იმიტომ, რომ თუ პარლამენტის წევრებზე, პრეზიდენტზე ვრცელდება 78 მუხლის ვალდებულება და ჩვენ გვინდა, რომ ეს ვალდებულება შევასრულოთ, ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსაც ენდომება, რომ კონსტიტუციის მოთხოვნები თავადაც შეასრულოს და დროულად, ვადაში განიხილოს ეს სარჩელი”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
საკონსტიტუციო სასამართლოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონთან” დაკავშირებით სარჩელებით პრეზიდენტი ზურაბიშვილი და არასამთავრობოები მიმართავენ.
თაგები:
თამარ კორძაია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს