
ავტორი
Front News საქართველო
თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაუყოვნებლივ არ ჩანიშნავს განმწესრიგებელ სხდომას და არ განიხილავს სარჩელებს, ის გავა საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის მოქმედების ფარგლებიდან, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ცესკოს დღევანდელი გადაწყვეტილება უნდა შეჩერდეს დაუყოვნებლივ, რადგან სადავოა ყველა მანდატი.
“საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებულია 150-ვე პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, შესაბამისად, სამანდატო კომისიას არა აქვს მათი სიაში შეყვანის უფლება.
კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილი გვაქვს 131-ე მუხლის მოქმედების შეჩერება და ცესკოს დღევანდელი გადაწყვეტილების შეჩერებაც უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, რადგან სადავოა ყველა მანდატი.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაუყოვნებლივ არ ჩანიშნავს განმწესრიგებელ სხდომას და არ განიხილავს სარჩელებს, ის გავა საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის მოქმედების ფარგლებიდან”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
ცესკომ საქართველოს პარლამენტის ახალარჩეული წევრებისთვის დროებითი მოწმობები დაამზადა.
თაგები:
თამარ კორძაია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს