
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნება” საერთოდ არ აღიარებს სასამართლო სისტემაში არსებულ სიღრმისეულ პრობლემებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისი თქმით, “ქართული ოცნება” კომპრომისებზე წასვლას და ამ პრობლემების მოგვარებას არ აპირებს.
“ქართული ოცნება” საერთოდ არ აღიარებს სასამართლო სისტემაში არსებულ სიღრმისეულ პრობლემებს, ამიტომ, უკვე აქედანვე ჩანს ნათლად, რომ ისინი კომპრომისებზე წამომსვლელი არ არიან, იმიტომ რომ, ჩვენ ვთვლით და ყველა საერთშორისო რეკომენდაციაში წერია, რომ მნიშვნელოვანი და ძირეული რეფორმებია სასამართლოში საჭირო, მაგრამ “ქართული ოცნება” თვლის, რომ არ არის საჭირო”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მესამე შეხვედრაზე კონსენსუსი ვერ შედგა. დეპუტატებმა და მესამე სექტორის წარმომადგენლებმა მართლმსაჯულების რეფორმა განიხილეს და საკუთარი წინადადებები წარადგინეს, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმას ეხებოდა.
თაგები:
თამარ კორძაია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს