
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით იმყოფება ქალაქ ბუდაპეშტში, სადაც იგი მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით წარსდგება კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე, – ამის შესახებ საქართველოს ელჩმა უნგრეთში თამარ ლილუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი ასევე გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობს.
“ეს კონფერენცია უკვე მეორეჯერ იმართება ქალაქ ბუდაპეშტში. ასევე მოწვეულნი არიან სხვადასხვა ქვეყნის მაღალი დონის წარმომადგენლები კონფერენციაზე. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ასევე გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს“, – განაცხადა თამარ ლილუაშვილმა.
თაგები:
უნგრეთი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს