
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა ვაკის პარკში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაზარალებული მოსწავლეები კლინიკებში მოინახულა.
მინისტრის პირველმა მოადგილემ მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა მედიასთან.
“უდიდესი ტრაგედია მოხდა და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს. ყველა სიტყვა არის უძლური იმ ტრაგედიის გამოსახატავად, რაც ახლა ტრიალებს. 55-ე საჯარო სკოლაში ეს ბავშვები არ გამოცხადდნენ დილიდან გაკვეთილზე და რეგულაციის მიხედვით, დამრიგებელმა დროულად მოახდინა მშობლების ინფორმირება და აცნობა მათ, რომ მოსწავლეები სკოლაში არ იყვნენ. როდესაც ბავშვი არ ცხადდება სკოლაში, რეგულაციის მიხედვით დამრიგებელს ევალება აცნობოს მშობელს, ან მეურვეს – შესაბამისად ეს პროცედურა სკოლის მხრიდან განხორციელდა.
ჩვენ დილიდან ხაზზე ვართ ექიმებთან, კლინიკებთან და ვადევნებთ თვალს ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას.
როგორც ცნობილია, მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ყველა პროცედურის შესაბამისად დაწყებული აქვს გამოძიება“, – განაცხადა თამარ მახარაშვილმა.
თაგები:
ვაკის პარკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს