თამარ მეფის გამზირზე ორი სუპერმარკეტი დააყაჩაღეს

ავტორი
Front News საქართველო
თბილისში, თამარ მეფის გამზირზე სუპერმარკეტი “სპარი” და “ლიბრე” დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია დიდი ოდენობის თანხა, სასმელი და სიგარეტი.
თვითმხილველების თქმით, ორი არასრულწლოვანი იარაღის გამოყენებით, სუპერმარკეტებში გამთენიისას შეიჭრა.
შსს-ს ინფორმაციით, ორივე მათგანი მხილებულია.
გამოძიება ყაჩაღობისა და ქურდობის ფაქტზე დაიწყო.
თაგები:
ყაჩაღობა




