
ავტორი
Front News საქართველო
სწორედ ეხლა არის ის მომენტუმი, რომ ოპოზიციამ გააკეთოს სწორი არჩევანი და მიიღოს საქმიანი თანამშრომლობის წინადადება, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ტალიაშვილი.
“ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების მიზნით სახელისუფლებო გუნდმა შექმნა თანამშრომლობითი პლატფორმა, რომელიც დეტალურადაა გაწერილი.
ჩვენ ვთავაზობთ ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას სრულ ჩართულობას და გაერთიანებას ერთი მიზნით, რომ ევროკომისიის გეგმა შევასრულოთ და ერთად მივაღწიოთ კანდიდატობის სტატუსს.
ვინც გამოდის ამის წინააღმდეგ, უნდა იცოდეს, რომ ირჩევს სეპარატიზმს და საბოტაჟს უცხადებს ერთადერთ რეალურ, შედეგზე ორიენტირებულ, კონსტრუქციულ და საქმიან პროცესს.
სწორედ ეხლა არის ის მომენტუმი, რომ ოპოზიციამ გააკეთოს სწორი არჩევანი და მიიღოს საქმიანი თანამშრომლობის წინადადება.
ამ ჩართულობითი პროცესის მარგინალიზაციის მცდელობა ოპოზიციის მხრიდან “რაღაც კომისიების” ძახილით ქვეყანას აზიანებს. სწორი ნაბიჯის გადადგმა არასდროს არ არის გვიანი, მაგრამ ბევრი დროც არ გვაქვს. სწრაფად მიიღეთ გადაწყვეტილება”, – წერს ტალიაშვილი სოციალურ ქსელში.
თაგები:
თამარ ტალიაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს