თამარ ტალიაშვილმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს რწმუნებათა სიგელები გადასცა


ავტორი
Front News საქართველო
სტრასბურგში საქართველოს ახლადდანიშნულმა ელჩმა თამარ ტალიაშვილმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან მარია პეჩინოვიჩ ბურიჩს რწმუნებათა სიგელები გადასცა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ თამარ ტალიაშვილის ევროპის საბჭოში მაღალ პოზიციებზე მრავალწლიანი გამოცდილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.
“ელჩმა მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ კონსოლიდირებული ანგარიშის მომზადებისთვის და ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, მათ შორის ურთიერთთანამშრომლობის ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით და გენერალური მდივანი საქართველოში მოიწვია.
გენერალური მდივანი მიესალმა ევროპის საბჭოს ისტორიულ მეოთხე სამიტში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობის მზაობას. სამიტი 2023 წლის 16-17 მაისს რეიკიავიკში, ისლანდიაში გაიმართება.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთის არაპროვოცირებულ სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ და ევროსაბჭოს რეაგირებას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
თამარ ტალიაშვილი

თეა წულუკიანმა და თამარ ტალიაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და გენერალურ მდივანთან შეხვედრა გამართეს

თამარ ტალიაშვილმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტზე რეგიონთა კონგრესის რეფორმებში საქართველოს აქტიურ ჩართულობაზე ისაუბრა

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა