
ავტორი
Front News საქართველო
პარტია "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ თუ არჩევნებთან დაკავშირებით, შარლ მიშელის დოკუმენტით გაწერილი პუნქტები შესრულდება, მაშინ ახალი სტანდარტის არჩევნებს მივიღებთ.
"თამარ ჟვანია ვერ ჩაატარებს არჩევნებს, არჩევნებს ჩაატარებს ახალი ადმინისტრაცია. ჩვენ საუბნო, საოლქო კომისიებში, ყველგან, დამატებით 8 ოპოზიციონერი გვეყოლება. ცესკოში 10 ახალი წევრი იქნება, ასე რომ, ეს არის რადიკალური ცვლილება, თუმცა ჩვენი სურვილი იქნებოდა, მაგრამ ეს არ არის შარლ მიშელის დოკუმენტში, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა არიან ცესკოში, მათ შორის თავმჯდომარეს, გაევლო იგივე პროცესი, როგორიც არის გაწერილი შარლ მიშელის დოკუმენტით ახალი წევრების არჩევისათვის. ეს ყველა შესაძლებლობა თუ ჩვენ სრულად გამოვიყენეთ ოპოზიციურმა პარტიებმა, მინდა გითხრათ, რომ ეს იქნება ახალი ტიპის და ახალი სტანდარტის არჩევნები", – განაცხადა ჯაფარიძემ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს