
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციამ თამარ ჟვანიას ბოდიში უნდა მოუხადოს, რადგან ის დააბულინგეს.
"ხელშეკრულების და შეთანხმების არც ერთ მუხლში არ იყო საუბარი, რომ ის ადამიანები, რომლებიც უკვე პროფესიული ნიშნით არიან და მუშაობენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიის წევრებად, მათი როტაცია ან შეცვლა უნდა მომხდარიყო კანონით დადგენილ ვადაზე ადრე. ამას დაეთანხმა ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა.
ვინ იქნება ამ ახალი კანონმდებლობის მიღების შემდეგ კომისიის თავმჯდომარე, გადაწყვეტს ახალი კანონმდებლობის შესაბამისად. რაც შეეხება პიროვნულად თამარ ჟვანიასთან დაკავშირებულ საკითხს, მე ვფიქრობ, რომ თამარ ჟვანიას წინააღმდეგ განხორციელდა დაუსაბუთებელი შეტევა, ბულინგი", – განაცხადა ქადაგიშვილმა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს