Logo

თამთა მეგრელიშვილი – ამას ბავშვები რომ კითხულობენ, “საუკუნის პედაგოგს“ გრამატიკა რომ გესწავლა, ცუდი არ იქნებოდა

პოლიტიკა
1499
Frontnews image description

საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი პოეტ რეზო ამაშუკელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პედაგოგ ლადო აფხაზავას სახელით გავრცელებულ კომენტარს ეხმაურება.

 

“ამას ბავშვები რომ კითხულობენ, „საუკუნის პედაგოგს“ გრამატიკა რომ გესწავლა, ცუდი არ იქნებოდა და ისიც გეცოდინებოდა, რომ „რომ“ კავშირის წინ ყოველთვის არ იწერება სასვენი ნიშანი მძიმე“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

 

სოციალურ ქსელში რეზო ამაშუკელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ლადო აფხაზავას კომენტარი გავრცელდა – „წასულა ზეციურ საბჭოთა კავშირში“.

 

მოგვიანებით აფხაზავამ დაწერა, რომ კომენტარი მას არ ეკუთვნის.

 

“რით ვერ დაიღალა ისე ადამიანი ჩემს მაგივრად, რომ აკომენტარებს, “სქრინავს ” და ავრცელებს, კომენტარებს კი იღებს..  ღმერთმა აცხონოს ეს ადამიანი. 

 

არასოდეს ვერიდები ჩემი აზრის დაფიქსირებას, მაგრამ ამჯერად არა, მე არ დამიწერია. ბოდიში გაუგებრობისთვის“, – წერს აფხაზავა.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები