Logo

თამთა მეგრელიშვილი – ამერიკის ელჩი აცდენილია საკუთარი სახელმწიფოს მკაფიო პოზიციას, ის 20 ივნისის მოვლენებზე საუბრობს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური ენით, რაც დიდი შეცდომაა

პოლიტიკა
17.08.2022 / 16:08
Frontnews image description

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ძალადობრივ და ანტისახელმწიფოებრივ  ქმედებებში პრინციპში მხილებულ იქნენ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები. ამ მოვლენებიდან  წლები გავიდა და დღეს  შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას აცდენილი  ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი ქართველ ხალხს სულ სხვა პოლიტიკური ნარატივით მოძღვრავს -წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი კელი დეგნანის განცხადების შესახებ. 

 

მისი თქმით, მის განცხადებაში ბევრი პოლიტიკური უზუსტობაა. განსაკუთრებით საყურადღებოა ელჩის მიერ 20 ივნისის მოვლენებისათვის სახელის გადარქმევა და “ნაციონალური მოძრაობის” მსგავსად მათი პოლიტიკური  ინსტრუქტაჟით  გავრილოვის ღამედ აღქმა.

 

“შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიშში, შემაჯამებელ ნაწილში მოხვდა 20 ივნისის ღამე – (2019 წლის 20 ივნისს საქართველოს მოქალაქეებმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იხილეს რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი , სერგეი გავრილოვი). ომის პარტიის მიერ  ამ წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციით აღელვებული ხალხი ქუჩაში გამოვიდა და გავრილოვს თბილისი დაატოვებინეს. მაშინ სრული პასუხისმგებლობა მათ შორის, ყველა ხელქვეითის ქმედებაზეც საკუთარ თავზე აიღო  მაშინდელმა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით  საბოლოოდ 20 ივნისის მოვლენები შეფასდა, როგორც თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუტზე. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ძალადობრივ და ანტისახელმწიფოებრივ  ქმედებებში პრინციპში მხილებულ იქნენ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები (კადრებიდან ბევრი რამ გამოიკვეთა). ამ მოვლენებიდან  წლები გავიდა და დღეს  შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას აცდენილი ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი ქართველ ხალხს სულ სხვა პოლიტიკური ნარატივით მოძღვრავს – “მე ვთავაზობ ქართველ ხალხს გაიხედოს წარსულში  და დაინახოს, საიდან მოვიდა ეს პოლარიზაცია. გავრილოვის ღამე, არშესრულებული დაპირებები, არადემოკრატიული ქმედებები სწორედ აქედან მოდის პოლარიზაცია და არა დასავლელი პარტნიორებისგან”.

 

მის განცხადებაში ბევრი პოლიტიკური უზუსტობაა. განსაკუთრებით საყურადღებოა ელჩის მიერ 20 ივნისის მოვლენებისათვის სახელის გადარქმევა და “ნაციონალური მოძრაობის” მსგავსად მათი პოლიტიკური  ინსტრუქტაჟით  გავრილოვის ღამედ აღქმა. ამერიკის ელჩი აცდენილია საკუთარი სახელმწიფოს მკაფიო პოზიციას, ის 20 ივნისის მოვლენებზე საუბრობს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური ენით, რაც დიდი შეცდომაა. არ ვიცი ვინ ავალებს ან რატომ ივალებს ქალბატონი კელი დეგნანი “ამდენს” მაგრამ ფაქტია, მის მიერ წახალისებული პოლიტიკური  არაერთი უზუსტობანი ქართველი ხალხის მიერ უკვე  “ნანახი ფილმის ხელმეორედ ყურებას გავს” – წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

თაგები:

Advertisement
მსგავსი სიახლეები
Frontnews - Similar news image

თამთა მეგრელიშვილი რომან გოცირიძეს – მოღალატეობრივი პოლიტიკა დიდი ფულის სანაცვლოდ-ეს „ნაციონალური მოძრაობის” კრიმინალური პოლიტიკური საძმოს არჩევანია, რაღა თქმა უნდა, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ნარატივით

Frontnews - Similar news image

თეა წულუკიანი – როგორც ჩანს, ბატონ იან კელის “ნაციონალური მოძრაობისა” და მის წიაღში წარმოქმნილი პოლიტიკური დაჯგუფებების სიყვარული თან გაჰყვა, ყოფილი ელჩი ხშირად თავს გვახსენებს და კვლავაც განაგრძობს “პოლიტიკურად თავისიანების“ მხარდაჭერას

Frontnews - Similar news image

თამთა მეგრელიშვილი – პრემიერ-მინისტრობიდან “ნაციონალური მოძრაობის” მოკავშირეობამდე პოლიტიკური გზა უკვე ჩაძირული გემის ტოლფასია