თამთა მეგრელიშვილი – მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, პოლიტიკურად დაასრულოს მოღალატე პოლიტიკოსები


ავტორი
Front News საქართველო
მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, გამოააშკარაოს პოლიტიკურად ჩანერგილ, გადანერგილნი და პოლიტიკურად დაასრულოს მოღალატე პოლიტიკოსები. ჩანაწერები, რომლითაც დღეს ქართულ ეკლესიასა და სახელისუფლებო გუნდს ემუქრები, მათზე პირდაპირი შურისძიებაა, – ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ფარული ჩანაწერების გავრცელებას და მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ შესაბამისი ზომები მიიღოს.
“მოვუწოდებ ქართულ ოცნებას გამოააშკარაოს პოლიტიკურად ჩანერგილ, გადანერგილნი და პოლიტიკურად დაასრულოს მოღალატე პოლიტიკოსები. ჩანაწერები, რომლითაც დღეს ქართულ ეკლესიასა და სახელისუფლებო გუნდს ემუქრები, მათზე პირდაპირი შურისძიებაა! როგორც ჩანს, გავრცელებული მასალები ახალია და მათ დიდი პოლიტიკური ფასიც აქვს. ვინ შეუკვეთა, ვინ დაამზადა, როგორ გამოიტანეს და გაავრცელეს ამ კითხვებზე პასუხი საგამოძიებო ორგანოების კომპეტენციაა, მაგრამ მანამდე მთავარი პოლიტიკური შურისძიებაა და სახელისუფლებო გუნდზე პოლიტიკურად შურისმაძიებელთა რიგებში ნაცების ნაცი გახარია და მისი გარემოცვა ჩადგა! საბანაძე, ქემოკლიძე და ხოჯევანიშვილი გახარიას დავალების პირდაპირი შემსრულებლები არიან. მარტივი ყოფილა – კარგად მოემზადო, და არ გაკეთებულ დაშავებულზე მაინც ჩაუშვა საკუთარი გუნდი. მარტივი ყოფილა ერთ სიმართლეს დაუმატო ხუთი ტყუილი და ასე იმუშაო მასაზე ეს ხომ ყოფილი პრემიერის პოლიტიკურად „სწორი“ მენეჯმენტია. „გამოვიტან, გავავრცელებ და მერე უცოდველი კრავივით უმწიკვლო სახით ტვ პირველზე დავგმობ ეკლესიის დისკრედიტაციას“. ამ სიბინძურის და ნაცებთან პოლიტიკურად ჩახუტების გამო აუცილებლად მწარე პასუხს გაგცემთ ამომრჩეველი და ქართველი ხალხი“, – წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს