Logo

თამთა მეგრელიშვილი – „ნაციონალური მოძრაობის“ 300-კაციანი აქციები, დასავლელი ლობისტების და 3-4 მიკერძოებული დასავლელი პოლიტიკოსის განცხადება სათვალავშიც არაა ჩასაგდები

პოლიტიკა
395
Frontnews image description

“ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული აქტივის „წივილ-კივილზე“ და აჟიოტაჟზე ორიენტირებული აქციები მალე და უშედეგოდ დასრულდება – ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ბოლო დროინდელ მოვლენებს.     

 

მეგრელიშვილის თქმით, ამის საპირისპიროდ, მმართველი გუნდი, უფრო კონკრეტულად კი პრემიერ-მინისტრი ზედმიწევნით ასრულებს საკუთარ სიტყვას – საქართველოში უკანონოდ შემოპარული, მსჯავრდებული სააკაშვილიც დაიჭირა და უკრაინის პრეზიდენტ – ვოლოდიმერ  ზელენსკისთანაც ყველაფერი დაალაგა.

 

“როგორც უკვე არსებული პოლიტიკური გამოცდილება გვიჩვენებს, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული აქტივის „წივილ-კივილზე“ და აჟიოტაჟზე ორიენტირებული აქციები მალე და უშედეგოდ დასრულდება. ამის საპირისპიროდ, მმართველი გუნდი, უფრო კონკრეტულად კი პრემიერ-მინისტრი ზედმიწევნით ასრულებს საკუთარ სიტყვას – საქართველოში უკანონოდ შემოპარული, მსჯავრდებული სააკაშვილიც დაიჭირა და უკრაინის პრეზიდენტ – ვოლოდიმერ  ზელენსკისთანაც ყველაფერი დაალაგა. ახლა ღარიბაშვილს ერთი და ალბათ მთავარი პირობა დარჩა შესასრულებელი – ვნახოთ როგორ შედეგებს მოუტანს პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული განვითარების 3 წელი ჩვენს ქვეყანას და ხალხს.   

 

დანარჩენზე აბა რა გითხრათ, „ნაციონალური მოძრაობის“ თუ მელია-ხაბეიშვილის 300-კაციანი აქციები, დასავლელი ლობისტების და 3-4 მიკერძოებული დასავლელი პოლიტიკოსის განცხადება სათვალავშიც არაა ჩასაგდები…“- წერს მეგრელიშვილი Facebook- ზე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები