
ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისათვის ხელმოწერების შესაგროვებლად “ნაციონალური მოძრაობის” მიერ საგანგებოდ შერჩეული პარტიის აგიტატორები, მხარდამჭერები, საქართველოს მოქალაქეებს ატყუებენ, კერძოდ, მიდიან მოქალაქეებთან და ხელმოწერას საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟის ცოტნე გამსახურდიას გასათავისუფლებლად სთხოვენ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისათვის ხელმოწერების შესაგროვებლად “ნაციონალური მოძრაობის” მიერ საგანგებოდ შერჩეული პარტიის აგიტატორები, მხარდამჭერები, საქართველოს მოქალაქეებს ატყუებენ – კერძოდ, მიდიან მოქალაქეებთან და ხელმოწერას საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟის ცოტნე გამსახურდიას გასათავისუფლებლად სთხოვენ.
ბევრი შეცდომაში უკვე შეიყვანეს რასაც ცხადყოფს აგიტატორების ხელში უამრავი ხელმოწერილი ფურცელი.არ მოტყუვდეთ! საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი ცოტნე გამსახურდია დიდი ხანია გათავისუფლდა. სინამდვილეში თქვენ ხელს სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაზე გაწერინებენ!“ – წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს