Logo

თამთა მეგრელიშვილი – სააკაშვილს შეეძლო ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე შესულიყო, მაგრამ აქაც წინააღმდეგობის გაწევა და ადამიანების შეურაცხყოფა არჩია

პოლიტიკა
357
Frontnews image description

“ნიკა გვარამიას მოდელირებული “რეალობა” საზოგადოებაში შექმნას ნაწამები, თმითნათრევი, დაუძლურებული მიხეილ სააკაშვილის ” ხატი” მისაღებია მათთვის, ვინც მხოლოდ მათ ხედავს, მათ უსმენს და ეს დადგმული აზრობრივი სპექტაკლი მოსწონს. სინამდვილეში კი უკვე მოგახსენეთ და გავრცელებული კადრებიდანაც ნახავდით რა და როგორაა’’ –  ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს.

 

“კანონით პენიტენციური სისტემა უფლებამოსილია პატიმარი განათავსოს ნებისმიერ საპატიმრო დაწესებულებაში, მათ შორის მისი ნების საწინააღმდეგოდ. უკანონოდ ტყუილი პირველი – 30 მეტრი ციხემდე გაათრიეს სიმართლე- მანქანა გაჩერდა შესასვლელთან უკანონოდ ტყუილი მეორე- მიხეილ სააკაშვილი არის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში სიმართლე – მიხეილ სააკაშვილი ვიზუალურად გამოიყურება, ბევრად უფრო კარგად და მხნედ, ვიდრე მოშიმშილე ადამიანი უკანონოდ ტყუილი მესამე – მას უპირებდნენ რაღაც ნემსის გაკეთებას და მართლაც გაჰკრა ხელი ანალიზატორს სიმართლე – ის თავად ძალადობს ადამიანებზე და აყენებს მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. უკანონოდ- ის შეგნებულად ამტვრევს ანალიზატორს.

 

მას შეეძლო ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე შესულიყო სამედიცინო მეთვალყურეობისთვის განკუთვნილ დაწესებულებაში, მაგრამ აქაც წინააღმდეგობის გაწევა და ადამიანების შეურაცხყოფა არჩიადა სამწუხაროდ მოხდა მისი ამ ფორმით ( იძულებით) შეყვანა.

 

ნიკა გვარამიას მოდელირებული “რეალობა” საზოგადოებაში შექმნას ნაწამები, თმითნათრევი, დაუძლურებული მიხეილ სააკაშვილის ” ხატი” მისაღებია მათთვის, ვინც მხოლოდ მათ ხედავს, მათ უსმენს და ეს დადგმული აზრობრივი სპექტაკლი მოსწონს.

 

სინამდვილეში კი უკვე მოგახსენეთ და გავრცელებული კადრებიდანაც ნახავდით რა და როგორაა”, – წერს მეგრელიშვილი.

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Ftamta.megrelishvili%2Fposts%2F4829430567107829&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”233″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები