“თანახმა ვართ 2024 წლისთვის ბარიერის სამ პროცენტამდე ჩამოწევაზე”


ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი კვლავ გააგრძელებს მუშაობას, რათა პროექტი დაიხვეწოს.
"დაახლოებით ორი თვეა წინ, ვიდრე პარლამენტი კანონპროექტს სამი მოსმენით მიიღებს. ჩვენ ველოდებით ეუთო/ოდირის დასკვნას 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით და ვაპირებთ, თავად ეს პროექტი გავაგზავნოთ ეუთო/ოდირში, რომ რეკომენდაციები მივიღოთ. ცვლილებებთან მიმართებაში ხელის აქნევის ხასიათის კომენტარებია, სადაც ცალკეულ საკითხებზე არ საუბრობენ. თქვან ცალკეული საკითხები, რომელზეც სხვა მოსაზრებები აქვთ, არ ეთანხმებიან, ან რაიმე შემოთავაზება აქვთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება 2024 წლისთვის საარჩევნო ბარიერის საკითხს, მისი განმარტებით, მმართველი გუნდი თანახმაა ბარიერის 5-დან 3 პროცენტამდე დაწევაზე.
„რაც შეეხება ბარიერის საკითხს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ჩვენი მხრიდან თანხმობაა 5-დან 3 პროცენტამდე ჩამოწევაზე. ამ კუთხით გარანტირებულია ჩვენი მხარდაჭერა, თუ შესაბამისი რაოდენობის დეპუტატი განახორციელებს თავის მანდატს პარლამენტში. რაც შეეხება 3 პროცენტს ქვემოთ ჩამოწევას, ჩვენ მზად ვართ საუბრისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს