თანატოლ გოგონაზე ფიზიკური ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო


ავტორი
Front News საქართველო
ბათუმში არასრულწლოვნები თანატოლ გოგონას ფიზიკურად უსწორდებიან და შეურაცხყოფას აყენებენ, – ფაქტის ამსახველი ვიდეო მოძალადეებმა ბულინგის მიზნით სოციალურ ქსელ “ტიკ ტოკზე” თავად გაავრცელეს.
“მითხარი, რა ხარ… მითხარი მეთქი, რა ხარ, კიდე გაიმეორე, თორე დაგარტყამ კიდევ ერთხელ”, – ეუბნება არასრულწლოვანი თანატოლს.
სკოლა უმძიმეს ფაქტს ადასტურებს. სკოლის დირექტორის ინფორმაციით, დაზარალებულის მშობლებმა შსს-ს უკვე მიმართეს.
მისივე თქმით, ფაქტი სკოლის ტერიტორიაზე არ მომხდარა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.
