
ავტორი
Front News საქართველო
თავასა-თუზის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა უახლოეს დღეებში დასრულდება.
საგზაო ინფრასტრუქტურის მონიტორინგის ფარგლებში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ნინო ჩხიკვაძესთან ერთად თუზი-თავასის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა და პროექტის ხარისხისა და ვადების დაცვის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი მოიცავს, არმირებული ბეტონის საფარისა და სანიაღვრე არხების მშენებლობას, რომლის დასრულების შემდეგ გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ჯეო როუნდ ინვესტი“ ახორციელებს.
თაგები:
თერჯოლა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს