თავდასხმის შემდეგ ლაშა გაბიტაშვილს ტვინის შერყევა აქვს, გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო


ავტორი
Front News საქართველო
ლაშა გაბიტაშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ჯგუფური ძალადობის მუხლით არის დაწყებული.
აბუ-დაბის ინციდენტის მონაწილე ლაშა გაბიტაშვილს დღეს სამი ნიღბიანი პირი დაესხა თავს. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ექიმის თქმით, პაციენტს ტვინის შერყევა აქვს.
“მისი გადმოცემით, ურტყეს თავში, სახეში, გულ-მკერდის არეში. შემოსვლისას ჩაუტარდა კვლევები, თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია. პაციენტს აღენიშნება თავს ტვინის შერყევა, შევთავაზეთ ჰოსპიტალიზაცია, თუმცა აცხადებს უარს და ამბობს, რომ ხელწერილის საფუძველზე დატოვებს კლინიკას”, – განაცხადა ინგოროყვას კლინიკის ექიმმა ანა დალაქიშვილმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს