თავდაცვის აკადემიამ სტუდენტებს უმასპინძლა


ავტორი
Front News საქართველო
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიამ სტუდენტებს უმასპინძლა.
თავდაცვის სამინისტროსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ათი უნივერსიტეტის სტუდენტებმა ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე ერთი დღე გაატარეს და სხვადასხვა აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა.
სტუდენტებმა თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე არსებული მუზეუმი, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზები და საკლასო ოთახები დაათვალიერეს. სტუმრებმა ფეინთბოლის შეჯიბრშიც მიიღეს მონაწილეობა. დღის ბოლოს მათ სერტიფიკატები და საჩუქრები გადაეცათ.
პროექტი “ერთი დღე თავდაცვის აკადემიაში“ თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ორგანიზებით ტარდება და საქართველოს თავდაცვის ძალების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
თაგები:
თავდაცვის აკადემია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს