
ავტორი
Front News საქართველო
“თქვენ ისტორიულ დღეს დადეთ ფიცი და შემოუერთდით საქართველოს თავდაცვის ძალებს. მჯერა, ეს გადაწყვეტილება მუდამ იქნება თქვენი და თქვენი ოჯახების ერთ-ერთი ყველაზე საამაყო ნაბიჯი“, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ახალწვეულებს, რომლებმაც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო ფიცი დადეს და ქართულ ჯარს შეუერთდნენ. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული ჯარი უზენაეს სახელმწიფოებრივ მიზანს – ქვეყნის დაცვას ემსახურება.
“თავდაცვის ძალები დიდი ოჯახია, რომელიც აერთიანებს საქართველოს ყველა მოქალაქეს და აქვს უზენაესი სახელმწიფოებრივი მიზანი – დაიცვას ჩვენი სამშობლო“, – განაცხადა მან.
448 ახალწვეულმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო ფიცი თავისუფლების მოედანზე, ბეთანიის მამათა მონასტრის, დიდგორის მონუმენტის, კაცხის მამათა მონასტრის, გერგეტის სამების მამათა მონასტრისა და სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე ერთდროულად დადეს და თავდაცვის ძალებს შეუერთდნენ.
თაგები:
ირაკლი ჩიქოვანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს