თავდაცვის ძალები თურქეთისგან ახალ, ნატო-ს სტანდარტების ჯავშანტრანსპორტიორებს მიიღებს


ავტორი
Front News საქართველო
თურქულ მხარესთან ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, თავდაცვის ძალები ახალ, ნატოს სტანდარტების ჯავშანტრანსპორტიორებს მიიღებს. თურქული კომპანიის წარმომადგენლებს დღეს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლეს.
“შეხვედრის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალ კომპანია ASFAT-ს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომლის საფუძველზე თავდაცვის ძალებს ახალი მაღალი გამავლობის ჯავშანტრანსპორტიორები გადმოეცემა. ჯავშანტრანსპორტიორები მისი აღჭურვილობითა და ქვესისტემებით ნატოს სტანდარტების შესაბამისია.
საქართველოს თავდაცვის ძალების აღჭურვა აღნიშნული ჯავშანტრანსპორტიორებით მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და თურქეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას”, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს