თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობაში სპორტული ტურნირი დასრულდა

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის ქვედანაყოფებს შორის სპორტული ტურნირი დასრულდა. ფინალური შეხვედრები გორში, I ქვეითი ბრიგადის ბაზაზე გაიმართა და მას თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. სამხედრო მოსამსახურეები ერთმანეთს სპორტის სამ სახეობაში – ქართულ ჭიდაობაში, ფრენბურთსა და მინი ფეხბურთში შეეჯიბრნენ.
ქართულ ჭიდაობაში და მინი ფეხბურთში პირველი ადგილი I ქვეითმა ბრიგადამ დაიკავა, ფრენბურთში კი გამარჯვებული V საარტილერიო ბრიგადა გახდა. გამარჯვებულ გუნდებს თასები და მედლები გადაეცათ. სპორტული ტურნირი თავდაცვის ძალებში აღმოსავლეთის სარდლობის ორგანიზებით ჩატარდა.
თაგები:
თავდაცვის სამინისტრო




