თავდაცვის ძალების ავიაციის პარკის განახლება აქტიურად მიმდინარეობს


ავტორი
Front News საქართველო
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო ავიაციის გაძლიერება და არსებული საფრენი აპარატების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ავიაციის პარკს კიდევ ერთი განახლებული სუ-25 შეემატა.
თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე მარნეულში, შერეული საავიაციო ესკადრილიის ბაზაზე იმყოფებოდა და საავიაციო საშუალებების განვითარების პროცესს გაეცნო. თავდაცვის მინისტრი სასწავლო პროცესსაც დააკვირდა და განახლებული საფრენი აპარატის სატესტო ფრენას წყვილში შეუერთდა.
მინისტრთან ერთად შერეული საავიაციო ესკადრილიის ბაზაზე იმყოფებოდნენ თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალი პოლკოვნიკი სერგო ნინუა.
სსსტც „დელტასა“ და სს „თამ“ თბილავიამშენის ერთობლივი ძალისხმევით, ქართველი სპეციალისტების მიერ შესრულებული სამუშაოების შედეგად, უკვე გაიმართა 7 ერთეული სუ-25-ის ტიპის თვითმფრინავი. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა 3 ერთეული L-39 ტიპის სასწავლო-საბრძოლო საფრენი აპარატების რემონტზე. საფრენი აპარატების აღდგენა-მოდერნიზაცია ხელშეკრულების გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს. პარალელურად, მფრინავები და ტექნიკური პერსონალი კვალიფიკაციისა და სპეციალობების შესაბამისად გადამზადებას გადიან.
თაგები:
ჯუანშერ ბურჭულაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს