თავდაცვის ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადაში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს


ავტორი
Front News საქართველო
ქვეყანაში არსებული ეპიდემილოგიური ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს თავდაცვის ძალებში იმუნიზაციის პროცესი გრძელდება. თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობაში სამხედრო მოსამსახურეების ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
დღეს, მე-5 საარტილერიო ბრიგადაში ვაქცინაციის კაბინეტი გაიხსნა, სადაც სამხედრო მოსამსახურეები აიცრნენ.
თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტისა და სამხედრო ჰოსპიტალის ზედამხედველობით, ვაქცინაციისთვის დამატებითი ლოკაციების შექმნა საყოველთაო ვაქცინაციიდან გამომდინარე და მოთხოვნების შესაბამისად გადაწყდა. სურვილის შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტრო შესაბამის ლოკაციებზე თანამშრომელთა ოჯახის წევრების ვაქცინაციასაც უზრუნველყოფს. ასევე, ვაქცინაციის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გორის თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალსა დაქუთაისის სამედიცინო ცენტრში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს