თავდაცვის ძალების მეთაურმა აშშ-დან დაბრუნებულ სამხედროებს წარმატება მიულოცა


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის ჯორჯიის შტატში გამართულ “საუკეთესო მებრძოლის შეჯიბრში“ ქართველმა სამხედროებმა წარმატებით იასპარეზეს. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა შეჯიბრებიდან დაბრუნებულ სამხედროებს, უმცროს სერჟანტ პაატა საბიაშვილს და კაპრალ-სპეციალისტ ირაკლი ნოზაძეს წარმატება მიულოცა და მხარდაჭერა აღუთქვა.
ქართველი და ამერიკელი სამხედროები სროლებში, სრული აღჭურვილობით მარშ-ნახტომში, ფიზიკური ნორმატივის ჩაბარებაში, სამხედრო ტოპოგრაფიაში, საცეცხლე და სამედიცინო მომზადებაში, კავშირგაბმულობის კუთხით, ასევე რქბ გარემოსა და წყალში მოქმედებაში შეეჯიბრნენ.
“საუკეთესო მებრძოლის შეჯიბრი“ საქართველოს თავდაცვის ძალების აშშ-ის ჯორჯიის შტატთან 30-წლიან თანამშრომლობას მიეძღვნა და მასში საქართველოს თავდაცვის ძალებისა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სამხედროებმა მიიღეს მონაწილეობა
თაგები:
თავდაცვის სამინისტრო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა