თავდაცვის ძალების საერთო საჯარისო ცენტრს სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ


ავტორი
Front News საქართველო
კრწანისში, საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრს რუსთავის აკაკი წერეთლის სახელობის მე-8 საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ.
მოსწავლეებისთვის საჯარისო ცენტრის წარმომადგენლებმა საინფორმაციო ბრიფინგი გამართეს, სადაც მათ ცენტრის სტრუქტურის, ამოცანებისა და შესაძლებლობების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს.
ვიზიტის ფარგლებში სამხედრო სამედიცინო სკოლის ექიმებმა და პირადმა შემადგენლობამ მოსწავლეებს პირველადი სამედიცინო დახმარების თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარეს.
სტუმრებმა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილეს და “ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს.
აღნიშნული ვიზიტი მოსწავლეებისთვის სკოლებში მიმდინარე პროექტის “თავდაცვა და უსაფრთხოების” ფარგლებში ჩატარდა.
პროექტის მიზანს სამოქალაქო საზოგადოებაში თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.
თაგები:
თავდაცვის სამინისტრო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს