
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კოორდინაციით, სტიქიის ზონაში ძებნა-შველის სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში, სადაც სამუშაოებში მაშველებთან ერთად, მე-3 ქვეითი ბრიგადისა და აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონია ჩართული, მე-3 ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა სასტუმრო “სანსეტ შოვის” ტერიტორიაზე მიწის მასისგან გათავისუფლებისა და საძიებო სამუშაოებს აწარმოებს. სამუშაოები სპეცტექნიკის გამოყენებით ხორციელდება.
ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები, რეზერვისტები და მაშველები კი, შოვიდან ამბროლაურის მიმართულებით მდინარეების, ჭანჭახისა და რიონის კალაპოტების მონიტორინგს ახორციელებენ. მდინარის მონიტორინგის სამუშაოები ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდას უწყობს ხელს.
თაგები:
შოვი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს